„მილანმა“ გატუზოსთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა
„მილანმა“ გატუზოსთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა

„მილანის“ ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გაახანგრძლივა მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან, რომელიც გუნდს 2017-18 წლების სეზონის მსვლელობისას ჩაუდგა სათავეში. ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და ნდობისთვის, რომელიც ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა გამომიცხადეს. ჩვენ ძალიან მალე დავაბრუნებთ „მილანს“ უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა გატუზომ, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელა შეცვალა.

სერია A-ს 30 ტურის შემდეგ, „მილანი“ გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას რვა ქულით არის დაშორებული.