„მილანის“ პრესსამსახურმა ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
იტალიური კლუბი გამოეთხოვა ფორვარდ ჟოაო ფელიქსსა და გარემარბ რიკარდო სოტილს. ორივე ფეხბურთელს დაუმთავრდა საიჯარო ხელშეკრულება.
ფელიქსი „მილანში“ 2025 წლის თებერვლიდან თამაშობდა, როცა „ჩელსიდან“ გადავიდა სერია A-ში იჯარის წესით. ამ პერიოდში მან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
სოტილი „მილანს“ „ფიორენტინადან“ ჰყავდა იჯარით აყვანილი. მან მილანურ კლუბში რვა მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.