„მილანმა“ და „ინტერმა“ „სან სიროს“ დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს #1TVSPORT
მილანის ლეგენდარული „სან სიროს“ სტადიონს დემონტაჟს ჩაუტარებენ.
უფრო ადრე, ქალაქის საბჭომ „ინტერისთვის“ და „მილანისთვის“ სტადიონის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტ ტანკრედი პალმიერის ინფორმაციით, ამის შემდეგ კლუბებმა საშინაო არენის დანგრევა გადაწყვიტეს.
როგორც გაზეთი Il Messaggero იტყობინება, ევრო 2032-სთვის მილანში უფრო თანამედროვე და ფუნქციონალური სტადიონი აშენდება.