„მილანმა“ და „გალათასარაიმ“ რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT

12:44, 27.08.2026

იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მილანმა“ და „გალათასარაიმ“ შეთანხმებას მიაღწიეს პორტუგალიელი გარემარბის, რაფაელ ლეაოს გადასვლაზე. ტრანსფერის თანხა დაახლოებით 45 მილიონი ევრო იქნება.

აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, რადგან მას და „მილანს“ ასევე ხელთ აქვთ წინადადება „ასტონ ვილასგან“.

უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ რაფაელ ლეაოს „გალათასარაისთან“ შეთანხმებული აქვს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე. რაც შეეხება „ასტონ ვილას“, მას სურს პორტუგალიელის რვა მილიონად იჯარით აყვანა სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით.

მსგავსი