„მილანმა“ აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი
„მილანმა“ აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი

„ემპოლის“ ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა „მილანთან“ ხელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა, – იტყობინება იტალიური კლუბის ოფიციალური გვერდი.

22 წლის ალჟირელი ცოტა ხნის წინ დასრულებული აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელია. ბენასერმა ტურნირის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, გააკეთა სამი საგოლე გადაცემა, მათ შორის ერთი ფინალურ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის ფინალში ალჟირმა სენეგალი დაამარცხა, ანგარიშით 1:0.

2018/2019 წლებში ნახევარმცველმა ემპოლის რიგებში 37 მატჩი ჩაატარა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.