„მილანმა“ 10 კვირით დაკარგა ძირითადი მეკარე #1TVSPORT
„მილანმა“ 10 კვირით დაკარგა ძირითადი მეკარე #1TVSPORT

„მილანმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ გუნდის ძირითადი მეკარე მაიკ მენიანი 10 კვირით გამოვიდა მწყობრიდან.

26 წლის ფრანგმა მეკარემ ხუთშაბათს წარმატებით გადაიტანა ოპერაცია მარცხენა მაჯაზე. იქამდე, სანამ რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს, მენიანს ექვსკვირიანი დასვენება ესაჭიროება.

პრესის ინფორმაციით, ფრანგის ტრავმასთან დაკავშირებით, „მილანმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი „რომას“ ყოფილ მეკარესთან, 38 წლის ანტონიო მირანტესთან.

2021-22 წლების სეზონში მენიანმა ცხრა მატჩი ჩაატარა „მილანის“ შემადგენლობაში და 10 გოლი გაუშვა. მან სამ მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.