„მილანის“ თავდამსხმელმა, რაფაელ ლეაომ სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (ვიდეო)

„მილანის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს რეკორდი დაამყარა და ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელს „სასუოლოსთან“ გასვლით შეხვედრაში სულ რაღაც 6.4 წამი დასჭირდა გოლის გასატანად.

აქამდე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი პაოლო პოჯი იყო, რომელმაც 2001 წელს „პიაჩენცას“ მაისურით „ფიორენტინას“ 9 წამში გაუტანა გოლი.

„მილანი“ იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, მათ 12 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვთ და უახლოეს მიმდევარს „ინტერს“ ერთი ქულით უსწრებენ. „სასუოლოსთან“ მოგების შემთხვევაში კი სტეფანო პიოლის გუნდს შანსი აქვს ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზარდოს.