„მილანის“ სავარაუდო ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სატრანსფერო მიზნები დაასახელა
„მილანის“ სავარაუდო ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სატრანსფერო მიზნები დაასახელა

გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი, რომელიც „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია, თავის სატრანსფერო მიზნებს ასახელებს. ამ ინფორმაციას „მილან ნიუსი“ ავრცელებს.

ირკვევა, რომ რანგნიკმა უკვე განიხილა „მილანის“ აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისთან და კლუბის მეპატრონე პოლ სინგერთან უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა და დაადგინა ხუთი ძირითადი მიზანი. საუბარია „ფიორენტინას“ მცველ ნიკოლა მილენკოვიჩზე, „ეინდჰოვენის“ მცველ დენზელ დუმფრიზე, „ბენფიკას“ ნახევარმცველ ფლორენტინო ლუიშზე, „ზალცბურგის“ შემტევ ნახევარმცველ დომინიკ სობოსლაისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩზე.

რამდენიმე ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ 61 წლის გერმანელი სპეციალისტი თავის თანაშემწეებად არიედო ბრაიდასა და დანიელე ბონერას განიხილავს.