„მილანის“ პრეზიდენტი - ტოპ-ლიგებთან შედარებით სერია A სერია B-ს ჰგავს #1TVSPORT
„მილანის“ პრეზიდენტი - ტოპ-ლიგებთან შედარებით სერია A სერია B-ს ჰგავს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონის „მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ქვეყნის ჩემპიონატის ნაკლოვანებებზე ილაპარაკა.

„ჩვენი სერია A გახდა სერია B ევროპის სხვა ტოპ-ლიგებთან შედარებით. ბოლო 20 წლის განმავლობაში მათ ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვნად გაგვისწრეს.

შედეგად, ჩვენ ვერ ვთავაზობთ საუკეთესო პროდუქტს, არ გვყავს ჩვენი მესები და მბაპეები, რადგან არ შეგვიძლია მათ შევწვდეთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო მეტად ჩამოვრჩებით საფეხბურთო ელიტას.

ჩვენ ხალხს უნდა შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც გაართობს მათ. ფეხბურთი – ეს არის შოუ, შოუს კი სჭირდება მიმზიდველი სტადიონები, რომელიც იქნება თანამედროვე, არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა: კარგი განათებით, ყოველთვის სავსე ტრიბუნებით… მაგრამ იტალიაში ინფრასტუქტურის შექმნა რთულია. ბევრი დრო მიდის შეთანხმებაზე, ნებართვაზე და ადგილობრივ რეფერენდუმზეც კი.

ამასთან, შოუ ბევრი სათამაშო დროისგან უნდა შედგებოდეს, შესვენებები კი ნაკლები უნდა იყოს. თებერვალში „მილანისა“ და „უდინეზეს“ სუფთა სათამაშო დრომ 48 წუთი და 38 წამი დაიკავა. და ეს ჯამური 97 წუთიდან. ამ ყველაფერს მოწყენილობა მოაქვს. მსაჯებმაც უნდა შეიტანონ საკუთარი წვლილი ამ სამუშაოში“, – განაცხადა სკარონიმ.