„მილანის“ პირველი მოგება 10 წლის შემდეგ – ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

02:39, 15.02.2023

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დაბრუნებულმა „მილანმა“ 1/8 ფინალის პირველ მატჩში შინ 1:0 მოუგო „ტოტენჰემს“.

ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე ნახევარმცველმა ბრაიმ დიასმა გაიტანა.

„მილანისთვის“ ეს იყო პირველი მოგება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 2013 წლის შემდეგ. მაშინ მან „ბარსელონა“ 2:0 დაამარცხა, მაგრამ განმეორებით მატჩში 0:4 წააგო.

განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 8 მარტს გაიმართება.

 

მსგავსი