„მილანის“ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ „ინტერს“ იბრაჰიმოვიჩის დახმარებით დაამარცხებს
„მილანის“ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ „ინტერს“ იბრაჰიმოვიჩის დახმარებით დაამარცხებს

ხვალ, ცხრა თებერვალს იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება, სადაც თანაქალაქელები „მილანი“ და „ინტერი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სტეფანო პიოლის იმედი აქვს, რომ მილანურ დერბიში მისი გუნდი იბრაჰიმოვიჩის დახმარებით გამარჯვებას იზეიმებს.

„სატურნირო ცხრილში ჩვენს შორის დიდი სხვაობაა, რადგან „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატი უფრო კარგად დაიწყო, – ციტირებს სტეფანო პიოლის სიტყვებს – Sky Sport Italia. – ჩვენ ვცდილობთ, სეზონის დასაწყისში დაკარგული პოზიციები აღვიდგინოთ.

არის მატჩები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხვალინდელი შეხვედრა ასეთი მატჩების რიგს მიეკუთვნება.

„ინტერს“ დიდი ხანია, რაც იტალიის ჩემპიონატში არ წაუგია, მაგრამ ჩვენ იბრაჰიმოვიჩით შთაგონებულებმა მათი დამარცხება უნდა მოვახერხოთ.“ – აცხადებს „მილანის“ მთავარი მწვრთნელი.

დატოვე კომენტარი