„მილანის“ მწვრთნელი - იმედი მაქვს, რომ იბრაჰიმოვიჩი გუნდში დარჩება
„მილანის“ მწვრთნელი - იმედი მაქვს, რომ იბრაჰიმოვიჩი გუნდში დარჩება

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მის გუნდში იბრაჰიმოვიჩის გავლენაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელთან მომავალშიც ითანამშრომლებს.

„მისი წვლილი გუნდის ბოლო წარმატებებში სულ უფრო ცხადი ხდება, – ციტირებს პიოლის სიტყვებს Sky Italia. – იმედი მაქვს, რომ ის გუნდში დარჩება და კვლავ ვითანამშრომლებთ, თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და განვიხილოთ.

ეჭვი არ მეპარება ზლატანის ფიზიკურ კონდიციაში და მას შეუძლია თამაშის გაგრძელება“, – აცხადებს „მილანის“ მთავარი მწვრთნელი.

საინტერესოა, რომ დღეს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ზალატან იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთელის კარიერის დასრულება გამორიცხა:

„თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავამთავრე და ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა? თქვენ მე არ მიცნობთ,  – დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. –  მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე. ზოგიერთებს ჩემი გტეხვა სურდათ, მაგრამ მათ უფრო გამაძლიერეს. სხვები ჩემს გამოყენებას ცდილობდნენ და ამით უფრო ჭკვიანი გამხადეს. კარიერის დასრულება? მე ზალატან იბრაჰიმოვიჩი ვარ და ახლა ჯერ კიდევ ვხურდები“, – წერს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.