„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთში ზონის წესის შემოღების ინიციატივით გამოდის #1TVSPORT
„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთში ზონის წესის შემოღების ინიციატივით გამოდის #1TVSPORT

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი გამოვიდა წინადადებით – შემოიღონ ფეხბურთში ზონის წესი, რომელიც კალათბურთში მოქმედებს. ამ წესის მიხედვით, გუნდს არ შეუძლია საკუთარ ნახევარზე დააბრუნოს ბურთი, როცა უკვე გადასულია მეტოქის მოედანზე. თუ ეს წესი დაირღვევა, ბურთი მოწინაღმდეგეს გადაეცემა. პიოლი დარწმუნებულია, რომ ასეთი წესის შემოღება ფეხბურთს უფრო მიმზიდველსა და სანახაობრივს გახდის მაყურებლებისთვის.

„თუ ჩვენ გვინდა ვიხილოთ თანამედროვე თამაშში შემტევი ფეხბურთი, შემოვიღოთ წესი, რომლის მიხედვით თქვენ ვერ შეძლებთ ბურთის უკან დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ცენტრის ხაზი გადაკვეთეთ“, – ამბობს 55 წლის სპეციალისტი.

ასევე პიოლის წინადადებაა – ფეხბურთში დრო გაჩერდეს იმ დროს, როცა ბურთი თამაშში არ არის, აგრეთვე სურს შემოიღონ ტაიმაუტები.