„მილანის“ მთავარ მწვრთნელს ჩემპიონობის აღნიშვნისას ოქროს მედალი მოპარეს #1TVSPORT
„მილანის“ მთავარ მწვრთნელს ჩემპიონობის აღნიშვნისას ოქროს მედალი მოპარეს #1TVSPORT

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ „სასუოლოსთან“ ბოლო ტურის მატჩის შემდეგ მას იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალი მოპარეს.

„მილანმა“ სტუმრად 3:0 გაიმარჯვა და ბოლო 11 წელიწადში პირველად და ჯამში მეცხრამეტედ გახდა იტალიის ჩემპიონი. დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ, პიოლიმ განაცხადა, რომ გამარჯვებას უძღვნის თავის მამას, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გარდაიცვალა – „მილანში“ მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღით ადრე.

„ოქროს მედალი მომპარეს. ვიღაცამ პირდაპირ მინდორზე კისრიდან მომხსნა. მადლიერი ვიქნები, თუ ჩემი მოწოდება გავლენას იქონიებს. ეს ერთადერთი ასეთი მედალია ჩემთვის“, – მოჰყავს პიოლის სიტყვები გაზეთ La Repubblica.