მილანის ლიდერობა ბეტისმა შეწყვიტა
მილანის ლიდერობა ბეტისმა შეწყვიტა

„მილანის“ წაუგებელი სერია „ევროპა ლიგაზე“ ესპანურმა „რეალ ბეტისმა“ შეწყვიტა. სევილიურმა კლუბმა „როსონერი“ სტუმრად, სან-სიროს სტადიონზე დაამარცხა და F ჯგუფში პირველი ადგილიც წაართვა. ახლა „ბეტისს“ სამი მატჩიდან შვიდი ქულა აქვს, მილანი კი, ექვსი ქულით, მეორე ადგილზე იმყოფება.

ანგარიში მატჩში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც პარაგვაელმა ფორვარდმა ანტონიო სანაბრიამ ახლო მანძილიდან დალაშქრა მილანელთა კარი, მეორე გოლი კი ლივერპულის ყოფილ მეკარე პეპე რეინას ჯოვანი ლო ჩელსომ ოცდაათიოდე მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაუტანა.

პატრიკ კუტრონემ მასპინძლებისთვის ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა მეტი იტალიურმა გუნდმა ვერ შეძლო და მატჩი ბეტისის გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.

F ჯგუფის მეორე მატჩში ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ სტუმრად ლუქსემბურგის დუდელანჟი 0-2 დაამარცხა და 4 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.