„მილანის“ ხელმძღვანელები, არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებენ #1TVSPORT
„მილანის“ მთავარი მწვრთნელის შეცვლას კლუბის მენეჯერები არ გეგმავენ და, დიდი ალბათობით, სტეფანო პიოლი თანამდებობას შეინარჩუნებს, – იუწყება La Gazzetta dello Sport-ი.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, სტეფანი პიოლის ნდობას უცხადებენ და 58 წლის სპეციალისტი გუნდს მომავალშიც უხელმძღვანელებს.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართული სამი ტურის შემდეგ „მილანს“ F ჯგუფში მხოლოდ ორი ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. პიოლის შეგირდებმა „ნიუკასლთან“ და „დორტმუნდთან“ ნულოვანი ფრე ითამაშეს, „პარი სენ-ჟერმენთან“ კი 0:3 დამარცხდნენ. F ჯგუფს ექვსი ქულით სწორედ პარიზელები ლიდერობენ.