მილანის „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი თბილისშია - ხავიერ ძანეტი საქართველოში შეხვედრებს მართავს #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი თბილისშია - ხავიერ ძანეტი საქართველოში შეხვედრებს მართავს #1TVSPORT

მილანის „ინტერის“ ლეგენდარული არგენტინელი კაპიტანი, ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ  ძანეტი თბილისშია. ის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მდებარე „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა.

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იტალიური კლუბის პარტნიორი ქართული საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, ანა წერეთელმა დაგეგმა. ძანეტიმ „ინტერის აკადემია საქართველო“-ს ინფრასტრუქტურა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორთან, დავით კერესელიძესთან ერთად დაათვალიერა, შეხვდა ბავშვებს, ითამაშა ტეხბოლი, გაიმართა ღონისძიებები, რომლებშიც აკადემიის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

ძანეტი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ არსებულ საფეხბურთო აკადემიაში შეხვდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს, იტალიის ელჩს, ასევე „ინტერის“ ფანკლუბის წევრებს და ქართულ მედიას.

მასთან ერთად თბილისს ესტუმრნენ „ინტერის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები, კლუბის მარკეტინგისა და პიარსამსახურის ხელმძღვანელები.