მილანის „ინტერის“ პრეზიდენტი - ლუკა მოდრიჩი იტალიაში ახალი თაობის ინსპირაცია იქნება #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ პრეზიდენტი - ლუკა მოდრიჩი იტალიაში ახალი თაობის ინსპირაცია იქნება #1TVSPORT

„ინტერის“ პრეზიდენტმა, პეპე მაროტამ განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის წარმატება „მილანში“ არ აშინებს და ხორვატი ფეხბურთელის თამაშით კონკურენტ გუნდში გახარებულია.

„ეს ფაქტი არ მაწუხებს – პირიქით, ლუკა მოდრიჩი იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან პოზიტიური მაგალითია. ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ის ინსპირაციაა. ეს მხოლოდ თეორიულად არ ხდება – მათ რეალურად უჩნდებათ სურვილი, მისი მსგავსი ქმედებები გაიმეორონ.

პრობლემა ისაა, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი დაღმასვლას განიცდის. სერია A გარდამავალი ლიგაა და აღარ არის ის, რაც 2000-იან წლებში იყო. დღეს მაღალი დონის ფეხბურთელი ჩვენთან მაშინ ჩამოდის, როცა უკვე 40 წლისაა. ფინანსური და სპორტული კონკურენციის სიმძიმე სწორედ ასეთ მოთამაშეებთან გვიჩენს უპირატესობას“, – თქვა მაროტამ.

ლუკა მოდრიჩი „მილანს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. 40 წლის ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.