მილანის „ინტერი“ კარანტინში წავიდა 
მილანის „ინტერი“ კარანტინში წავიდა 

მილანის „ინტერმა“ გამოაცხადა იმ ზომების შესახებ, რომელიც გუნდმა „იუვენტუსის“ მცველისთვის დანიელე რუგანისთვის ახალი კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ მიიღო.

„იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ სერია A-ს 26-ე ტურში კვირას, 8 მარტს ითამაშეს.  შეხვედრა ტურინელებმა შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგეს. რუგანი მოედანზე არ ყოფილა, მაგრამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ასე თუ ისე, კონტრაქტი ჰქონდა თამაშის მონაწილეებთან.

„მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ გამოაცხადა დანიელე რუგანის მდგომარეობის შესახებ, „ინტერი” აჩერებს ყველა საშეჯიბრო მოქმედებას. ამ მომენტისთვის, კლუბი დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროცედურა გაიაროს”, – წერია „ინტერის” ოფიციალურ განცხადებაში.