„მილანის“ ღირსეული საქციელი 
„მილანის“ ღირსეული საქციელი 

ფეხბურთის მოყვარულებისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ კობი ბრაიანტი „მილანის” დიდი გულშემატკივარი იყო. ამაზე „შავი მამბას არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში კობიმ ასეთი რამაც თქვა – „თუ მარცხენა ხელს მომაჭრიან, იისფერ-ყვითელი სისხლი წამომივა, ხოლო თუ მარჯვენას – შავ-წითელი.”

დღეს „მილანი” იტალიის თასზე მორიგ შეხვედრას „ტორინოსთან” გამართავს. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება და 24-ე წუთზე გულშემატკივრები კობის პატივს მიაგებენ. იტალიურ გუნდს აქვს ინიციატივა, რომ დღევანდელი შეხვედრა შავი სამკლაურებით ჩაატაროს, თუმცა ეს თხოვნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა. „როსონერი” იდეაზე უარის თქმას არ აპირებს, დღეს „სან სიროზე” მაინც შავი სამკლაურებით გავა და სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.