„მილანის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„მილანის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მილანის“ ფეხბურთელს, რაფაელ ლეაუს კორონავირუსი გამოუვლინდა, – იუწყება Gazzetta dello Sport.

აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ აიღო ვალდებულება, არ გაამხილოს მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ახალი ამბავი თვითონ ფეხბურთელისგან გავრცელდა.

რაფაელ ლეაუმ 2019/20 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში კი მილანელები პირველ მატჩს 21 სექტემბერს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავენ.