„მილანის“ ფეხბურთელს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრნენ და საათი წაართვეს
„მილანის“ ფეხბურთელს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრნენ და საათი წაართვეს

„მილანის“ ნახევარმცველი სამუელ კასტილიეხო სოციალური ქსელის საშუალებით იუწყება, რომ ის ორმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა გაძარცვა.

„მილანში ხომ ყველაფერი რიგზეა? ორმა ახალგაზრდამ დღეს პისტოლეტი მომიშვირა და გამძარცვა“, – დაწერა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც „მილან ნიუსი“ იუწყება, კასტილიეხოს საათი წაართვეს, როდესაც ის საჭესთან იჯდა.

სამუელ კასტილიეხო იტალიურ გრანდში 2018 წლის ზაფხულში ესპანური „ვილიარეალიდან“ გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ მაშინ 21.3 მილიონი ევრო შეადგინა. წლევანდელ სეზონში 25 წლის ესპანელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.