„მილანის“ ფეხბურთელმა ყოფილ კლუბს 16.5 მილიონი უნდა აუნაზღაუროს
„მილანის“ ფეხბურთელმა ყოფილ კლუბს 16.5 მილიონი უნდა აუნაზღაუროს

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) „მილანის“ 20 წლის ფორვარდ რაფაელ ლეაოს ლისაბონის „სპორტინგისთვის“ 16.5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, რისი მიზეზიც კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა გახდა. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა „ბოლა“ იუწყება.

ლეაომ „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2018 წლის ნოემბერში გაწყვიტა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ფრანგულ „ლილში“.

2019 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ლეაო კარიერას იტალიურ „მილანში“ გააგრძელებდა, ტრანსფერის ოდენობამ კი 35 მილიონი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისთვის „სპორტინგი“ ფეხბურთელისგან 45 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთამაშის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება გაითვალისწინა და მას მხოლოდ 16.5 მილიონის გადახდა დააკისრა.