„მილანის“ ფანები კვარაცხელიას მიმართ გაღიზიანებას დღემდე ვერ მალავენ #1TVSPORT
„მილანის“ ფანები კვარაცხელიას მიმართ გაღიზიანებას დღემდე ვერ მალავენ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და „ატალანტასა“ -„ნაპოლის“ მატჩი გამოტოვა, ამას გუნდის წევრები, გულშემატკივრები და საფეხბურთო ექსპერტები გულისტკივილით ეხმაურებიან. ერთადერთი „მილანის“ ფანები არიან, რომლებმაც ირონია არ დამალეს.

„კვარას „ატალანტა“-„ნაპოლი“ მოენატრება… როგორ ვწუხვართ“, – ირონიულ პოსტს „ფორცა მილანი“ აქვეყნებს.

ამ პოსტთან გამოქვეყნებული სურათი აშკარად მინიშნებაა კვარაცხელიას გამო „მილანის“ კარში დანიშნულ პენალტზე, რომელიც მატეო პოლიტანომ ზუსტად შეასრულაა.

„პენალტი სამართლიანად დაინიშნა, მაგრამ „მილანის“ გულშემატკივრები ამას ვერ ივიწყებენ და დღემდე ამაზე მსჯელობენ – ისევე, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი, რომელიც გამუდმებით იხსენებს „ნაპოლისთან“ დაკარგულ სამ ქულას“, – ეს უკვე გამოცემა napolipiu-ს შეფასებაა.