„მილანი“ ზაფხულში რაფაელ ლეაოს გასასხვისებლად მზად იქნება #1TVSPORT
AC Milan's Portuguese forward #10 Rafael Leao warms up prior to the Italian Serie A football match between AC Milan and Hellas Verona at San Siro stadium in Milan, on September 23, 2023. (Photo by Piero CRUCIATTI / AFP) (Photo by PIERO CRUCIATTI/AFP via Getty Images)
26 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი რაფაელ ლეაო, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „მილანიდან“ წავიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „როსონერი“ ლეაოს შესაძლო ტრანსფერზე შემოსული წინადადებების მოსმენას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში კლუბი მზად იქნება, მას დაემშვიდობოს.
რაფაელ ლეაო „მილანის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – 10 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
2021/2022 წლის სეზონში რაფაელ ლეაო სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.