„მილანი“ ტონალის სანაცვლოდ „ბრეშიას“ სამ ფეხბურთელსა და დამეტებით თანხას სთავაზობს
„მილანი“ ტონალის სანაცვლოდ „ბრეშიას“ სამ ფეხბურთელსა და დამეტებით თანხას სთავაზობს

„მილანი“ სანდრო ტონალის სანაცვლოდ, „ბრეშიას“ სამ ახალაგზრდა ფეხბურთელსა და დამატებით თანხას სთავაზობს, – იუწყება Calciomercato.

ტონალი, რომელიც მაისში 20 წლის ხდება 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანელები სანდრო ტონალის შესაძენას „ბრეშიასთან“ უკვე მოლაპარაკებებს მართავენ.

„ბრეშიას“ ახალგაზრდა ვარსკვლავის შეძენით, „მილანთან“ ერთად დაინტერესებულები არიან სხვა გრანდებიც: „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“.