„მილანი“ ტოდიბოს ნაცვლად კრისტენსენის შეძენას შეეცდება
„მილანი“ ტოდიბოს ნაცვლად კრისტენსენის შეძენას შეეცდება

ლონდონის „ჩელსის“ დანიელი მცველი ანდრეას კრისტენსენი შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ 23 წლის დანიელი ფეხბურთელით „მილანი“ სერიოზულად არის დაინტერესებული, რადგან „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი ვერ შეათანხმა.

კატოლონიელებთან მოლაპარაკებები რამდნიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ.

ახლა „მილანი“ მთელ ძალისხმევას კრისტენსენის შეძენას მოახმარს. დანიელ ფეხბურთელს „ჩელსიში“ მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს. კრისტენსენმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში  მხოლოდ რვა მატჩი ითამაშა.