„მილანი“ თითქმის მთელი შემადგენლობის შეცვლას აპირებს
„მილანი“ თითქმის მთელი შემადგენლობის შეცვლას აპირებს

„მილანის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელების დიდი ნაწილის გაყიდვით შემადგენლობის ტოტალურ გადახალისებას აპირებს.

იტალიური პრესის ცნობით, კლუბის საფეხბურთო ოპერაციების დირექტორი ზვონიმირ ბობანი მხოლოდ ექვსი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს: ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჯანლუიჯი დონარუმას, რაფაელ ლეაოს, ტეო ერნანდესის, სიმაელ ბენასერისა და ალესიო რომანიოლის. სხვა ყველა ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას იგეგმება.

დღეისთვის, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებენ მეკარე პეპე რეინა, რომლითაც ინტერესდება „ასტონ ვილა” და ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი, რომელიც კარიერას, სავარაუდოდ, „ტოტენჰემში” გააგრძელებს.

ასევე, „მილანი” ამ დღეებში უნდა გამოეთხოვოს ფორვარდ ფაბიო ბორინის, რომელიც „ვერონას” საიჯარო გარიგებაზე მოელაპარაკა.