„მილანი“ სომხეთის ნაკრების ფორვარდით ინტერესდება
„მილანი“ სომხეთის ნაკრების ფორვარდით ინტერესდება

არგენტინული კლუბის „ურაკანისა“ და სომხეთის ნაკრების ფორვარდმა ბრიასკო ბალეკიანმა, შესაძლოა კარიერა „მილანში“ გააგრძელოს.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ „მილანი“ უკვე დაუკავშირდა 24 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს და თავად ბალეკიანმაც დაადასტურა მოლაპარაკებების ფაქტი.

„იყო კონტაქტები. არ მინდა დავაჩქარო მოვლენები, რადგან ჯერ არაფერია კონკრეტული. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ მივაღწიო წარმატებას „ურაკანში“, რათა შემდეგ ვითამაშო ევროპაში. ცხადია, რომ კლუბი არ იქნება წინააღმდეგი, თუ მე გუნდის გამოცვლას მოვინდომებ“, – განაცხადა ფორვარდმა.

ბალეკიანის კონტრაქტი „ურაკანთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. არგენტინის წლევანდელ ჩემპიონატში მან 18 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.