„მილანი“ მორიგი კლუბი გახდა, რომელიც ინტერესს გამოხატავს „ბრეშას“ ნახევარმცველის, სანდრო ტონალის მიმართ. ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა.
20 წლის ფეხბურთელზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „ინტერი“ და „იუვენტუსი“.
როგორც ირკვევა, „მილანი“ მზად არის ტონალის შესაძენად 75 მილიონი ევრო დახარჯოს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში სანდრო ტონალიმ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.