„მილანი“ „რეალისგან“ ბრაიმ დიასს გამოისყიდის
„მილანი“ „რეალისგან“ ბრაიმ დიასს გამოისყიდის

„მილანი“ გეგმავს, რომ „რეალისგან“ ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გამოისყიდოს, – იუწყება Goal.

21 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი ახლა „მილანში“ იჯარის წესით თამაშობს.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდულ და მილანურ გრანდებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად, „მილანს“ იჯარით აყვანილი ბრაიმ დიასის გამოსყიდვის უფლება აქვს.

მიმდინარე სეზონში დიასმა „მილანის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ „მილანი“ უდგას და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ინტერს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.