„მილანი“ რანგნიკს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს
„მილანი“ რანგნიკს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს

რალფ რანგნიკი ახლოს არის „მილანში“ გადასვლასთან, – იუწყება Bild-ის სპორტული მიმომხილველი კრისტიან ფალკი.

ჟურნალისტის ინფორმაციით, იტალიელები გერმანელ სპეციალისტს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

კრისტიან ფალკი წერს, რომ რანგნიკი იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აღსანიშნავია, რომ თუ რანგნიკი „მილანს“ ჩაიბარებს, ამ უკანასკნელს სურს, მთავარ მწვრთნელობასთან ერთად კლუბის გენერალური მენეჯერის თანამდებობაც შეითავსოს.

„მილანს“ ამჟამად სტეფანო პიოლი წვრთნის. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა მიმდინარე სეზონში თავი ვერ გამოიჩინა. იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას პიოლის შეგირდები დიდი ხანია გამოეთიშნენ, ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და ევროპის ლიგაზე გასვლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.