„მილანი“ რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე დააყენებს #1TVSPORT
„მილანი“ ტრანსფერზე დააყენებს 26 წლის გარემარბს რაფაელ ლეაოს.
გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ლეაოს საქციელი „ლაციოსთან“ მატჩში, როცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 66-ე წუთზე შეცვალა პორტუგალიელი. ფეხბურთელმა ემოციურად მიიღო მწვრთნელის გადაწყვეტილება, ხელი უბიძგა თანაგუნდელებსა და ალეგრის, რომლებიც მის დაწყნარებას ცდილობდნენ.
„მილანი“ მზად არის დაახლოებით 80 მილიონ ევროდ გამოეთხოვოს ლეაოს.
ამ სეზონში გარემარბმა 24 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.