„მილანმა“ გაააქტიურა მოლაპარაკებების პროცესი „ლივერპულის“ ფორვარდის, ფედერიკო კიეზას გადასაბირებლად, – იტყობინება Milan News 24.
წყაროს ცნობით, „მილანს“ პირველ სექტემბრამდე სურს 27 წლის ფეხბურთელის გაფორმება, ვიდრე იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. აღნიშნავენ, რომ იტალიელის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული „მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც კიეზასთან „იუვენტუსში“ თანამშრომლობდა.
კიეზა „ლივერპულში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 2024-25 წლების სეზონში ფორვარდის ანგარიშზე 14 მატჩში ორი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა იყო. იტალიელის მოქმედი ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.