„მილანი“ ნეიმარით დაინტერესდა #1TVSPORT
„მილანი“ ნეიმარით დაინტერესდა #1TVSPORT

„მილანი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდით, ნეიმარით ინტერესდება.

ბრაზილიური გამოცემის UOL-ის მონაცემებით, იტალიური კლუბის ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ პსჟ აპირებს ფორვარდთან გამოთხოვებას.

„მილანში“ მიაჩნიათ, რომ 30 წლის ბრაზილიელის მიწვევა მსოფლიო ფეხბურთისთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ იტალიის ჩემპიონი ტოპ-დონეზე დაბრუნდა.

„როსონერის“ არ აქვს შესაძლებლობა, გადაუხადოს ნეიმარს სრული ხელფასი, მაგრამ კლუბი იმედოვნებს, რომ პსჟ დათმობებზე წავა იმისთვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს. კერძოდ, „მილანი“ მზად არის ფორვარდს წელიწადში 15-20 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო ხელფასის დარჩენილ ნაწილს პარიზული კლუბი საკუთარ თავზე აიღებს.

გასულ სეზონში ნეიმარმა 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.