„მილანი“ მზად არის, სანდრო ტონალი „არსენალს“ 55 მილიონ ევროდ დაუთმოს #1TVSPORT
„არსენალს“ მილანის ნახევარმცველის, სანდრო ტონალის შეძენა სურს, – იუწყება Calciomercato.
გამოცემის ინფორმაციით, მილანური კლუბი მზად არის, რომ 22 წლის ფეხბურთელი ლონდონელებს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმოს და მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება.
გასულ სეზონში სანდრო ტონალიმ მილანური კლუბის შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ტონალის „მილანთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული