„მილანი“ მზად არის, ერნანდესს ანაზღაურება სამჯერ გაუზარდოს #1TVSPORT
„მილანი“ მზად არის, ერნანდესს ანაზღაურება სამჯერ გაუზარდოს #1TVSPORT

„მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – იუწყება La Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, მილანელებისთვის ერნანდესის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია დ სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან, ფეხბურთელს სამჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზონ.

ერნანდესის მიმდინარე ანაზღაურება სეზონში 1,5 მილიონი ევროა და შესაბამისად, ხელშეკრულების განახლების შემთხვევაში ის 4,5 მილიონს მიიღებს.

2020/21 წლების სეზონში ტეო ერნანდესმა „მილანის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

დატოვე კომენტარი