„მილანი“ მზად არის დეპაის შესაძენად
„მილანი“ მზად არის დეპაის შესაძენად

იტალიური პრესის ცნობით, „მილანს“ დაგეგმილი აქვს შეტევის ხაზის გაძლიერება „ლიონის“ ფეხბურთელ მემფის დეპაით.

იტალიელები მზად არიან, ნიდერლანდელ ფორვარდში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, აგრეთვე შეთანხმებაში ჩაწერონ ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან პროცენტი.

დეპაის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში, რამაც, შესაძლოა, „ლიონს“ ფეხბურთელის გაყიდვა გადააწყვეტინოს.

საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში დეპაიმ 13 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.