„მილანი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„მილანი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, „მილანში“ დაბრუნდეს. იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ბოლოს ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა, გუნდისთვის ყველაზე საინტერესო კანდიდატურაა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

როგორც იტალიური წყაროები იუწყებიან, „მილანმა“ ალეგრის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის ფარგლებში წლიურად 3.5 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსს მიიღებს. თუმცა, 57 წლის სპეციალისტი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს – ალეგრის მოთხოვნა წელიწადში 4.5 მილიონ ევროა.

ალეგრისთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს „ნაპოლიც“, რადგან, დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე გუნდს დატოვებს.

მასიმილიანო ალეგრი „მილანში“ 2010 დან 2014 წლის ჩათვლით მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთხელ იტალიის ჩემპიონატი და ერთხელ იტალიის სუპერთასი მოიგო.