„მილანი“ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა El Nacional-ი იუწყება, რომ „მილანი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩავი ერნანდესთან.
„როსონერისთვის“ მიმდინარე სეზონი იდეალურად ვერ მიდის, რაც ნიშნავს, რომ მთავარ მწვრთნელს, პაულუ ფონსეკას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. პორტუგალიელის მომავალს უახლოესი მატჩები განისაზღვრავს.
როგორც ჩანს, „მილანი“ ყველა ვარიანტს განიხილავს და ახალ მწვრთნელს ეძებს. ჩავი ამჟამად უმუშევარია, ამიტომ მისი შესაძლო დანიშვნა რეალურია, თუმცა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში მერვე ადგილზე იმყოფება.