„მილანი“ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„მილანი“ „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის გუნდში დანიშვნას განიხილავს, – ინფორმაციას ამის შესახებ Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
ესპანელი სპეციალისტის კანდიდატურას „მილანის“ მფლობელთა მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უჭერს მხარს.
იტალიური კლუბის მენეჯმენტს სურს, რომ გუნდი თანამედროვე და შემტევი ფილოსოფიის მქონე სპეციალისტს ჩააბაროს. Sky Sports-ის ცნობით, „მილანის“ სამიზნეებს შორის არის ანდონი ირაოლაც. ეს უკანასკნელი „ბორნმუთიდან“ წავიდა და თავისუფალია.
ჩავი ერნანდესმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2024 წლის ზაფხულში დატოვა.