„მილანი“ მოჰამედ სიმაკანის შეძენას ცდილობს

14:59, 06.01.2021

„მილანი“ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დაცვის გაძლიერებას ცდილობს. იტალიელების თვალთახედვის არეში „სტრასბურის“ 20 წლის მცველი, მოჰამედ სიმაკანი მოხვდა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში მეორე სეზონია თამაშობს.

„მილანმა“ „სტრასბურს“ მცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო პლუს 3 მილიონი ბონუსი შესთავაზა, თუმცა ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვენ.

იტალიურ კლუბში იმედი აქვთ, რომ ტრანსფერზე მოლაპარაკებას წარმატებით დაასრულებენ. თავად სიმაკანისთან „მილანმა“ პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

მსგავსი