„მილანი“ „ლიონის“ 20 წლის მცველს შეიძენს
„მილანი“ „ლიონის“ 20 წლის მცველს შეიძენს

„ლიონის“ მცველი პიერ კალიულიუ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მილანის“ ფხბურთელი გახდება, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი იტალიაში უკვ ჩავიდა და „მილანის“ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

იტყობინებიან, რომ ახლაგაზრდა მცველის ანაზღაურება სეზონში 480 ათასი ევრო იქნება.

კალიულიუ საფრანგეთის U-20-ის ნაკრებშია. უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში მცველმა შვიდი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.