„მილანი“ კრისტოფერ აიერის შეძენას გეგმავს
„მილანი“ კრისტოფერ აიერის შეძენას გეგმავს

„სელტიკის“ მცველი კრისტოფერ აიერი „მილანის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, მილანელებს დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ და „სელტიკის“ მცველი ამ პოზიციაზე მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აიერის კონტრაქტი შოტლანდიურ კლუბთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველმა „სელტიკის“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლის გატანაც მოახერხა.