„მილანი“ კრისტენსენის შეძენას შეეცდება
„მილანი“ კრისტენსენის შეძენას შეეცდება

„ჩელსის“ ფეხბურთელი ანდრეას კრისტენსენი „მილანის“ ინტერესის სფეროშია, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიური კლუბი ცენტრალურ მცველს ეძებს და „მილანმა“ არჩევანი სწორედ კრისტენსენზე შეაჩერა.

ანდრეას კრისტენსენის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2022 წლამდეა ძალაში.

Transfermarkt ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.