„მილანი“ ისკოს იჯარას გეგმავს #1TVSPORT
„მილანი“ ისკოს იჯარას გეგმავს #1TVSPORT

„მილანი“ დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით ისკოთი. ამის შესახებ იტყობინება იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, „როსონერის“ ხელმძღვანელობას სურს მომდევნო სეზონისთვის გააძლიეროს გუნდის შუა ხაზი და ისკო ერთ-ერთი ვარიანტია იტალიური გუნდისთვის. აღნიშნავენ, რომ „მილანი“ფეხბურთელის ერთწლიან იჯარას განიხილავს.

29 წლის ესპანელზე სხვა გუნდებიც აცხადებენ პრეტენზიას, მაგრამ „მილანს“ ტრანსფერის განხორციელების იმედი აქვს „რეალის“ მთავარ მწვრთნელთან კარლო ანჩელოტისთან კარგი ურთიერთობის წყალობით.

გასულ სეზონში ისკომ 29 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი