„მილანი“ ირანელი თავდამსხმელით დაინტერესდა
„მილანი“ ირანელი თავდამსხმელით დაინტერესდა

„მილანის“ ინტერესის სფეროში „ზენიტის“ ირანელი თავდამსხმელი სერდარ აზმუნი მოხვდა, იტყობინება „კალჩომერკატო“. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ 25 წლის ფეხბურთელს კიდევ ერთი იტალიური გუნდი, „ნაპოლი“ აკვირდება.

მილანელთა წარმომადგენლები ირანელის აგენტთან ფალი რამადანისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. წყაროს ცნობით, რამადანს კარგი ურთიერთობა აქვს გერმანელ რალფ რანგკინთან, რომელიც ზაფხულში შესაძლოა მილანის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნოს.

აზმუნს „ზენიტთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. თავდამსხმელმა 2019/2020 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.