„მილანი“ იოვიჩის ორწლიან იჯარაში შვიდ მილიონ ევროს იხდის
„მილანი“ იოვიჩის ორწლიან იჯარაში შვიდ მილიონ ევროს იხდის

მადრიდის „რეალის“ სერბმა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა, შესაძლოა, კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.

იტალიური პრესის ინფორაციით, „მილანის“ ხელმძღვანლობას სურს, 22 წლის ფეხბურთელის ორწლიანი იჯარით აყვანა – ამისთვის ის „რეალს“ შვიდ მილიონ ევროს შესთავაზებს. იტალიელები იმედოვნებენ, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, 35 მილიონ ევროდ გამოისყიდიან სერბ ფეხბურთელს.

აღნიშნავენ, რომ თავად იოვიჩსაც აქვს „მილანში“ გადასვლის სურვილი.

ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2025 წლის ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში სერბმა ლა ლიგას 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.