„მილანი“ ინგლისური „ბარნლის“ ფეხბურთელით დაინტერესდა
„მილანი“ ინგლისური „ბარნლის“ ფეხბურთელით დაინტერესდა

„მილანი“ დაინტერესებულია, რომ ინგლისური „ბარნლის“ მოთამაშე ჯეფ ჰენდრიკი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანოს. ამ ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს. 28 წლის ირლანდიელი თავის კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა და, როგორც მოსალოდნელია, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

„მილანმა“ ინტერესი ამ ფეხბურთელის მიმართ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე გააჟღერა და ამჟამად ჰენდრიკი ამ წინადადებაზე ფიქრობს. ამავე დროს, მის მიმართ ინტერესს პრემიერლიგის კლუბებიც იჩენენ, რადგან „ბარნლის“ ნახევარდაცვაში ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

28 წლის ჰენდრიკი „ბარნლიში“ 2016 წელს „დერბი ქაუნთიდან“ გადავიდა და მისი ტრანსფერი მაშინ 10.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.