მილანი იგუაინის გამოსყიდვას არ აპირებს
მილანი იგუაინის გამოსყიდვას არ აპირებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვნელობა სერიოზულად ფიქრობს, გადაიხადოს თუ არა 36 მილიონი ევრო არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის გამოსასყიდად. ეს ფეხბურთელი მილანელთა რიგებში იჯარის წესით თამაშობს.

სწორედ ეს თანხაა საჭირო იმისთვის, რომ „როსონერიმ“ არგენტინელის კონტრაქტი „იუვენტუსიდან“ გამოისყიდოს.

იგუაინმა მიმდინარე სეზონში ათი შეხვედრა ჩაატარა „მილანის“ შემადგენლობაში და ხუთი გოლი გაიტანა. სწორედ ასეთი მოკრძალებული შედეგიანობაა კლუბის ხელმძღვანელობის ყოყმანის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ „მილანს“ იანვარში იჯარის წესით უნდა შეუერთდეს თავისი ყოფილი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.